როგორც გამომცემლობა წერს, ვენდი ცაო თავიდან ავსტრალიელი ხელოვანის, ბრატცის თოჯინების სერიის შემქმნელის, სონია საინის ერთ-ერთი გულშემატკივარი იყო. ახლა კი კუმირის წამოწყებული საქმე ახალ ეტაპზე გადაიყვანა. “მე მართლა ვაღმერთებ იმ ქალებს, რომელთა თოჯინებსაც ვქმნი, იმისთვის, რისთვისაც მათ მიუღწევიათ და რასაც აგრძელებენ. დისნეისა და ჰოლივუდის გმირების გარდა ან მათ მხარდამხარ, ისინი უნდა იყვნენ სამაგალითონი ჩვენთვის,” – განაცხადა ცაომ Mic-თან ინტერვიუსას.
ამ სერიის შექმნის იდეა ახალგაზრდა ჯეინ გუდოლის საბავშვო წიგნის თვალიერებისას მოუვიდა.
“თოჯინა არის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი ინსპირაციის წყარო, როგორი უნდა იყოს ქალი. მე გავაცნობიერე, რომ ბავშვები ჯეინ გუდოლის ამ ვერსიასთან უფრო მეტად მოახდენდნენ იდენტიფიცირებას. ჩვენ მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ ასეთი სახელოვანი ქალებიც ოდესღაც იყვნენ ბავშვები და ყველა მათგანს აქვს პოტენციალი” – ამატებს ინტერვიუსას ცაო.






