“ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიაწოდოს საკუთარი წინადადება, მიიღოს ინფორმაცია და მოახდინოს შეხვედრის შეთანხმება შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: trialeti@trialeti.ge”, – ნათქვამია კომპანიის წილის 90 პროცენტის მფლობელების განცხადებაში.
ამ დროისთვის კომპანიის წილის 50 პროცენტს ჯონდი ნანეტაშვილი ფლობს, 20 პროცენტს- ბადრი ნანეტაშვილი, 20 პროცენტს -ნინო ძაგნიძე. საკუთარ წილებს სწორედ ეს მფლობელები ყიდიან. რაც შეეხება დარჩენილ 10 პროცენტს, ის საჯარო რეესტრის მიხედვით შპს აქცეპტის საკუთრებაშია. სწორედ შპს აქცეპტის საკუთრებაში იყო თავიის დროზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ დაფუძნებული ტელეკომპანია მე-9 არხი, რომელიც დაიხურა. იმ პერიოდში აქცეპტის 80 პროცენტს ივანიშილის მეუღლე ეკა ხვედლიძე, ხოლო 20 პროცენტს კახა კობიაშვილი ფლობდა, თუმცა ამჟამინდელი მონაცემებით ხვედელიძე კომპანიის მფლობელობიდან გავიდა. 80 პროცენს ამჟამად ლერი კაპანაძე ფლობს, რომელიც თავის დროზე საჩხერის “ჩიხურის” გამგეობის წევრი იყო.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა თრიალეთის 50-პროცენტიანი წილის მფლობელსა და კომპანიის დირექტორს, ჯონი ნანეტაშვილს, თუმცა მან განგვიცხადა, რომ “თრიალეთის” გაყიდვის საკითხზე არავითარ კომენტარს არ აკეთებს.