ახალი ამბები

მოსკოვი: აგვისტოს ომის ფაქტების ინტერპრეტაცია ჰააგის პროკურორს ნდობას არ მატებს

15 ოქტომბერი, 2015 •
მოსკოვი: აგვისტოს ომის ფაქტების ინტერპრეტაცია ჰააგის პროკურორს ნდობას არ მატებს

“მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიან ცხინვალსა და რუს სამშვიდობოებზე თავდასხმიდან შვიდი წლის შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ ამ მოვლენების ოფიციალურად გამოძიების დაწყება მოითხოვა. ამ წლების განმავლობაში ჰააგამ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ასობით დაზარალებულის და დაღუპულის ნათესავთა განცხადება მიიღო. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებათა აღნიშნული მტკიცებულებები რუსეთის სისხლის სამართლის საქმის მასალებით არის გამყარებული, რომელიც ოცდაათზე მეტ ტომს მოიცავს და საერთაშორისო სასამართლოს თანამშრომლობის დროს აქვს გადაცემული”, – წერია განცხადებაში.

 

აქვე ნათქვამია, რომ განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ქართული შეიარაღებული დანაყოფების თავდასხმის ფაქტი რუს სამშვიდობოებზე, რომელთაგან ათმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქეების დასაცავად სიცოცხლე გაწირა. 

 

“ამასთან, საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოკვლევით, ოსების მიზანმიმართული მკვლელობა არ გახდება საერთაშორისო გამოძიების საგანი. პროკურატურას ეჭვი ეპარება რუს სამშვიდობოებზე თავდასხმასთან დაკავშირებითაც. სამაგიეროდ, ისინი მზადყოფნას აცხადებენ გამოიძიონ ოსების მიერ ეთნიკურ ქართველთა მიმართ ჩადენილი მოქმედებები, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომელიც, როგორც პროკურატურა აცხადებს, შესაძლოა, ამ მოქმედებების თანამონაწილე იყოს. 2008 წლის აგვისტოს ომის და მისი ამსახველი დოკუმენტაციის რეალობისგან ამდენად განსხვავებული ინტერპრეტაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიმართ ნდობას ნაკლებად შემატებს”

 

მოსკოვი იმედოვნებს, რომ პროკურორის შუამდგომლობის განხილვის დროს მოსამართლეები ისეთ გადაწყვეტილებას გამოიტანენ, რომელიც სამართლიანობის პრინციპებს შეესაბამება.

მასალების გადაბეჭდვის წესი