კვლევის ავტორების ინფორმაციით, ის ჩატარდა იმ სამიზნე საარჩევნო უბნებნებზე, რომელთა მოსახლეობის 80 %-ს და მეტს ეთნიკური სომხები წარმოადგენენ. ასეთი უბნები კი 6 მუნიციპალიტეტში (ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ნინოწმინდა, წალკა) შეირჩა.
კვლევის „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხების ელექტორული ქცევა” პრეზენტაცია დღეს გაიმართა, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (ცესკო) ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის საველე სამუშაოები კი „უმცირსობის საკითხთა ევროპულმა ცენტრმა-კავკასია“ (ECMI) განახორციელა.
როგორც ECMI-ის პრეზენტაციიდან გაირკვა, ბოლო წლებში შეინიშნება არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებლის საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება. 2010-2014 წლებში 125 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად გამოცხადებულ მოქალაქეთა რაოდენობა 70%-დან 49,8%-მდე შემცირდა 2010 წლის შემდეგ, რაც ნიშნავს, რომ 20,471 ადამიანით ნაკლები ამომრჩეველი გამოცხადდა 2014 წლის არჩევნებზე.
ავტორების განცხადებით, კვლევა მიზნად ისახავს ხელი შეეწყოს მომდევნო საარჩევნო ციკლებისათვის სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური სომეხი ამომრჩევლის ფართო რაოდენობრივი და ხარისხობრივი ჩართულობის გაზრდას საარჩევნო პროცესში.