ახალი ამბები

უკრაინაში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი შვილი დაიღუპა – ნადირაძე

23 მაისი, 2024 •
უკრაინაში მებრძოლი საქართველოს კიდევ ერთი შვილი დაიღუპა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს.

„ხარკოვის მიმართულებით ბრძოლაში გმირულად დაეცა, საქართველოს შვილი, ჩვენი ქისტი ძმა სერგო გორნაკაშვილი. დიდება მის გმირ სულს“, – წერს სოციალურ ქსელში ვანო ნადირაძე.

როგორც ნეტგაზეთს  საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ სერგო გორნაკაშვილი  საქართველოს მოქალაქე არ იყო, დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი