“პროექტი ტარდება კომპანია ბილაინის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის MAKE YOUR MARK-ის ფარგლებში. მისი პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს მომავლის პროფესიებისა და ტექნოლოგიების განვითარებას”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.
პროექტის მიზანია, როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ჩართოს ევროპისა და აზიის ახალგაზრდობა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში და შექმნას ახალი და წარმატებული მობილური პროექტები.
“სააგენტოს არაერთი მსგავსი პროექტის გამოცდილება აქვს. ის მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციებისა და კჯვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში. Eurasia Mobile Challenge ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად შექმნის გლობალურ პლატფორმას ტექნიკური და არატექნიკური განათლების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის ისეთი შესაძლებლობების შესაქმნელად, რაც მათ მომავლის უზრუნველყოფაში დაეხმარება, ასევე ბიძგს მისცემს ეკონომიკურ ზრდას როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში”.
კონკურსის ვებ-გვერდზე წერია, რომ მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველო, რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.
იმის გასარკვევად, თუ რატომ ჩაერთო საქართველოს მთავრობა ევრაზიული კავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის დაგეგმილ კონკურსში, ნეტგაზეთი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე სააგენტოს შესაბამის წარმომადგენელთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.



კონკურსის პირობების თანახმადვე, ყოველი მონაწილე ქვეყნიდა სამი ფინალისტი 2016 წლის იანვარში გადაინაცვლებს კონკურსის რეგიონალურ ეტაპზე მოსკოვში. კონკურსის საბოლოო ეტაპი ჩატარდება მსოფლიო მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე ბარსელონაში 2016 წლის 22-26 თებერვალს.




