ახალი ამბები

ჰააგის პროკურორი საქართველოში დღეს ჩამოვა

15 ოქტომბერი, 2015 •
ჰააგის პროკურორი საქართველოში დღეს ჩამოვა

“ჩვენ გვაქვს ვალდებულება, მათთან ვითანამშრომლოთ, ამიტომ, როდესაც ქალბატონი ჰააგის პროკურორი ჩამოვა საქართველოში, ზეგ დილით იუსტიციის სამინისტრო, როგორც მხარე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთად მას შევხვდებით და განვიხილავთ სწორედ ამ საკითხებს”, – აცხადებს წულუკიანი. 

 

მისივე თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ ჰააგის პროკურორი საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

 

“ამისთვის ჩვენ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რადგან დამტკიცდეს ის, რაც არის მომხდარი – ქართველთა ეთნიკური წმენდა, სამხედროთა წამება და ძალიან ბევრი სხვა დანაშაული, რომელიც ოკუპანტმა სახელმწიფომ ჩვენს ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ ოსეთში განახორციელდა”. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველომ, 2008 წლის აგვისტოდან დღემდე დაკითხა 6000 მოწმე, მათ შორის, 1000 მოწმე ბოლო თვეების განმავლობაში დაიკითხა.  

“ბოლო თვეებში 1000 მოწმეა დაკითხული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური − თუ არა ყველაზე მასშტაბური − გამოძიება, რაც კი საქართველოს პროკურატურის ისტორიაში ჩატარებულა, და ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მასალები მთლიანად გადავცეთ ჰააგის პროკურორს, რათა მას არ მოუწიოს, ხელახლა ჩაატაროს ის საგამოძიებო ქმედებები, რომლებიც უკვე ჩატარდა. ჩვენი მთავარი ხარვეზი არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელი არ მიგვიწვდება, და მე იმედი მაქვს, ჰააგის პროკურორს შეეძლება, საგამოძიებო ქმედებები ჩაატაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი