თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გამართული ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, სადაც აღნიშნა, რომ საყოველთაო კეთილდღეობისა და თანამშრომლობის ამ მნიშვნელოვანი დერეფნის გამოცოცხლებას თავის ქართულ ოცნებად მიიჩნევს.
“უძველესი აბრეშუმის გზა იყო გზა, რომელიც ევროპასა და აზიას აერთიანდებდა. ამ გზას იყენებდნენ ინტენსიური ვაჭრობისა და ურთიერთობებისთვის. საქართველო არის ქვეყნა, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს. იგი ხელს უწყობდა ინტენსიურ ურთიერთობას მსოფლიოში. ეს ფორუმი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიზნისკენ. როგორც ფორუმის მასპინძელი ქვეყანა, საქართველო ასრულებს გაცვლისა და ურთიერთობების რეგიონალური ცენტრის როლს, რაც იყო კიდეც მისი მისია ათასწლეულების განმავლობაში. ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ ბუნებრივ მარშრუტს. ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბრეშუმის გზის უმოკლესი მარშრუტის ნაწილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იდეალური პლატფორმაა დღევანდელი დისკუსიისთვის, რადგან მას აქვს მტკიცე ურთიერთობები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, იაპონიასა და შუა აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ქვეყნებთან.
“საქართველოს წყალობით კერძო პირებსა თუ კომპანიებს მარტივად მიუწვდებათ ხელი მილიარდობით მომხმარებელზე აზიასა და ევროპაში, ხოლო აზიის პროდუქცია და ენერგორესურსები საქართველოს გავლით ბევრად უფრო სწრაფად მიეწოდება ევროპას. მაგრამ ეს ფორუმი არ შეეხება საქართველოს როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ გვინდა შევქმნათ დამატებითი სარგებელი, რომელსაც გავუზიარებთ ყევლას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის სრული მოდერნიზაცია. მისი ინტეგრირება საერთაშორისო ვაჭრობაში.,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ “თბილისის აბრეუმის გზის ფორუმის” დანიშნულება არა მხოლოდ საქართველოს- როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდის- მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმაა, არამედ პეკინიდან ბრიუსელამდე ყველასთვის საერთო სარგებლის მოტანაა, რაც მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედ შეეხება.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ფორუმის მონაწილეები განიხილავენ რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი, ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა.
თბილისის აბრეშუმის გზის პირველ ფორუმს 30 ქვეყნის 1000-მდე წარმომადგენელი ესწრება.