ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ჰააგის პროკურორის განცხადებით ძირითადად კმაყოფილი ვარ

15 ოქტომბერი, 2015 •
მიხეილ სააკაშვილი: ჰააგის პროკურორის განცხადებით ძირითადად კმაყოფილი ვარ

როგორც ოდესის ოლქის ხელმძღვანელი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სისხლის სასამართლოს პროკურორის განცხადება არა მხოლოდ აქარწყლებს რუსეთის თეზისს, რომ ის შემოიჭრა საქართველოში ოსი ხალხის გენოციდის საპასუხოდ, არამედ ბრალს სდებს რუსებს და მათ ადგილობრივ კოლაბორაციონისტებს ეთნიკური წმენდის კამპანიაში, ადამიანობის წინაარმდეგ დანაშულში.

 

“ვინ იფიქრებდა, რომ ის, რასაც პუტინის პროპაგანდა ამტკიცებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, მტკნარი სიცრუე აღმოჩნდა. მე ყურადღებით გავეცანი ჰააგის საერთაშორისო კრიმინალური სისხლის სასამართლოს პროკურორის განცხადებას და ძირითადად კმაყოფილი ვარ. განცხადება არა მხოლოდ აქარწყლებს რუსეთის თეზისს, რომ ის შემოიჭრა საქართველოში ოსი ხალხის გენოციდის საპასუხოდ, არამედ ბრალს სდებს რუსებს და მათ ადგილობრივ კოლაბორაციონისტებს ეთნიკური წმენდის კამპანიაში, ადამიანობის წინაარმდეგ დანაშულში. ასე რომ, დამტკიცებულია, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე მოგონილი მიზეზით; რაც შეეხება რუსეთი მშვიდობისმყოფელების საკითხს – სამართლებრივად ეს განმარტებულია ტალიავინის ანგარიშში. ვფიქრობ, უფრო დეტალური განხილვისას ამ კითხვაზე დამაკმაყოფილებელი და ყოვლისმომცველი პასუხის გაცემა ძალიან ადვილია. საერთო ჯამში, მივესალმები პროკურორის პოზიციას და ვთვლი, რომ იქმნება ძალიან მნიშნელოვანი პრეცედენტი მთელი რეგიონისთვის,” – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

 

13 ოქტომბერს, რომის სტატუტის (Rome Statute) მე-15(3) მუხლის შესაბამისად, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სასამართლოს ხელმძღვანელობას მიმართა პროკურატურამ, რომელიც ფიქრობს, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სასამართლოს იურსდიცქციის ფარგლებში ჩადენილ იქნა დანაშაული. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის შუამდგომლობას Human Rights Watch გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც წინასასამართლო პალატამ შესაძლოა 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხები გამოიძიოს.

მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან
მიხეილ სააკაშვილი; ფოტო: მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი