ახალი ამბები

თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ჰუალინგ თბილისი” გაიხსნა

14 ოქტომბერი, 2015 •
თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ჰუალინგ თბილისი” გაიხსნა

აღნიშნული სასტუმროს მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის საერთო მოცულობა 73 მილიონი აშშ დოლარია.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სასტუმროს აქვს 246 ნომერი, რეკრეაციულ ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით.

 

“სასტუმროს საქართველოში ყველაზე დიდი, 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზი გააჩნია. სასტუმრო ჰოთელს & პრეფერენსის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. აღნიშნული კომპანია 2000 წელს საფრანგეთში დაარსდა და დღეს მსოფლიოს 20 ქვეყანაში 150 სასტუმროს ფლობს”, – წერია მთავრობის პრესრელიზში. 


ჰუალინგ-თბილისი
ჰუალინგ-თბილისი

მასალების გადაბეჭდვის წესი