“პროკურორის გუშინდელ განცხადებაში წერია, რომ ბოლო წლებში გამოძიება იქნა შეფერხებული და არ არსებობს მაჩვენებელი, რომ ეს შეფერხება გამოსწორდება. საინტერესოა, რაში გამოიხატება ეს. მე ველოდები, რომ უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება ბევრი მასალა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ვნახოთ, რა კომუნიკაცია შედგა, რა გააკეთა საქართველოს პროკურორატურამ ამ დროის განმავლობაში”, – ამბობს თინა ბურჯალიანი რუსთავი 2-თან საუბარში.
რაც შეეხება უშუალოდ პროკურორის ტექსტის შინაარს, ამის შესახებ ბურჯალიანი თავის მოსაზრებას ფეისბუკზე წერს კომენტარის სახით ერთ-ერთი მომხმარებლის საჯარო პოსტზე:
“რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი შესუსტებულია. თუ დრო გექნება, შეადარე ეს განცხადება და 2014 წლის ანგარიში, ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, წინა წლების ანგარიშები. ნახავ, ბოლოს როგორ სუსტდება რუსეთის პასუხისმგებლობის და მონაწილეობის თემა და აქცენტი გადადის სამხრეთ ოსეთზე. ეს არის საფრთხე. მთავრობამ თავი უნდა მოიკლას და რუსეთს გამოძრომის შესაძლებლობა არ მისცეს”, – აცხადებს ბურჯალიანი.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა პროკურატურას და ჰკითხა, თუ რატომ შეწყდა გამოძიება 2008 წლის საქმეზე, ასევე, რატომ არ წარედგინათ ბრალი შესაძლო დამნაშავეებს, თუმცა ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია.