მიროტაძის თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ გამოძიების პროცესში:
“იმისათვის, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამტკიცოთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, იქ, სადაც ახლა იურისდიქცია არ ვრცელდება, ეთნიკური წმენდა განხორციელდა და ეთნიკური ქართველები გამოყარეს. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ რადგან ასეთი აქტუალურია და დღის წესრიგში დგას ეს საკითხი, დანარჩენი მსოფლიოც დარწმუნებულია იმაში, რომ აქ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული მოხდა”, – განაცხადა მიროტაძემ.
13 ოქტომბერს, რომის სტატუტის (Rome Statute) მე-15(3) მუხლის შესაბამისად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა წინასასამართლო პალატას 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში არსებული ვითარების გამოძიების დაწყების თაობაზე. პროკურატურის შუამდგომლობის მოკლე შინაარსს, რომელიც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, შეგიძია გაეცნოთ ამ ბმულზე.