“ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ ჩაერთო იტალია [ექვს ერში], ხოლო არგენტინა სამხრეთში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მართლაც ჰქონდეს კონკურენტული თამაშები, მაგრამ ჩვენ ვერ მოვახდენთ გავლენას ექვს ერზე იმასთან დაკავშირებით, თუ რას უზამენ ისინი თავის ტურნირს”, – თქვა გოსპერმა.
მისივე თქმით, მსოფლიო რაგბი აღიარებს იმ ფაქტს, რომ სიძლიერის მიხედვით მეორე კალათაში მყოფ გუნდებს პროგრესირებისათვის პირველი კალათის გუნდებთან უფრო მეტი მატჩი ესაჭიროებათ.
“ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს ვიმუშავებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია კალენდრის მიხედვით. არსებობს გარკვეული კომერციული რეალიები, თუმცა ჩვენი სურვილია, რომ მეორე კალათის გუნდებს რაც შეიძლება მეტი კონკურენტული მატჩები ჰქონდეთ. 2015 წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ოლ ბლექსი სამოაში, უელსი იაპონიაში, ავსტრალია და ზელანდია აშშ-ში, ხოლო საქართველო ირლანდიას ეთამაშა”, – განაცხადა მან.
wales online-ის ვებგვერდზე ასევე მიმდინარეობს გამოკითხვა, უნდა ჩაერთოს თუ არა საქართველო ექვსი ერის გათამაშებაში და გამოკითხულთა 80 პროცენტი ამბობს – დიახ.