ახალი ამბები

ნენსკრა ჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გიგლა აგულაშვილს ხვდებიან

13 ოქტომბერი, 2015 •
ნენსკრა ჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები გიგლა აგულაშვილს ხვდებიან

აქციის მიმდინარეობისას მონაწილეებთან გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გამოვიდნენ და უთხრეს, რომ შეეძლოთ თავიანთი შეკითხვები მინისტრისთვის დაესვათ.

აქციის მონაწილეთა შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან. ფოტო – ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი. 13.10.2015
აქციის მონაწილეთა შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან. ფოტო – ნეტგაზეთი/მიშა მეფარიშვილი. 13.10.2015

აქციის მონაწილეთა ნაწილი აცხადებდა, რომ არ სურდათ შეხვედრა, რადგან ჰესის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემული იყო, თუმცა მოგვიანებით შეხვდერა მაინც გაიმართა. 

 



 

Posted by netgazeti.ge on Tuesday, October 13, 2015

 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნენსკრა ჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი შეადგინა მიკერძოებულობით განთქმულმა საკონსულტაციო ორგანიზაცია “გამამ”, ხოლო თავად დოკუმენტი არის უხარისხო და არ აკმაყოფილებს არავითარ გარემოსდაცვით სტანდარტს.

 

აქციის მონაწილე, გიორგი ცინდელიანი აცხადებდა, რომ გარემოს დაცვის მიერ ნენსკრა ჰესზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნის გასაცემად არავითარი წინაპირობა არ არსებობდა.

 

“ქართული ოცნების მიერ გაიცა პირობა წინასაარჩევნოდ, რომ დიდი ჰესები არ აშენდებოდა სვანეთში. აღნიშნული პირობაც დაირღვა. პროექტი კეთდება ისეთ ადგილმდებარეობაში, სადაც სეისმურად აქტიური ზონა არის. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის ტერიტორია მეწყერსაშიში, ღვარცოფიანი მდინარეებით არის გარშემორტყმული და ნალექის მატებას შეუძლია მეწყერსაშიში ზონების გააქტიურება,”– აცხადებდა გიორგი ცინდელიანი. 



2015 წლის 31 აგვისტოს საპარტნიორო ფონდმა, კორეულმა კომპანიამ K-Water, საქართველოს მთავრობამ, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულმა ოპერატორმა“ (ესკო) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ხელი მოაწერეს ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს. მათი შეთანხმების მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა აშენდეს 280 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური მდინარე ენგურის შენაკად ნენსკრაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 2015 წლის 2 ოქტომნბერს დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გასცა ნენსკრა ჰესის აშენების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი