ახალი ამბები

ანონსი: 13 ოქტომბერი

13 ოქტომბერი, 2015 •
ანონსი: 13 ოქტომბერი

10:30 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

11:00 “პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი იქნება საინფორმაციო სააგენტო ,,ქუთაისი თუდეის” დამფუძნებელი და რედაქტორი სერგო ჩივაძე.
თემა: “პროკურორ ილია ჯალაღანიას, საგამოძიებო ნაწილის უფროსის გიორგი გვარაკიძისა და ქუთაისის რაიონული პროკურორის მიერ განხორციელებული ზეწოლა და კორუფციულ სქემები. ,,ქუთაისი თუდეის” დამფუძნებელი და რედაქტორი სერგო (ბუბა) ჩივაძე, რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან შიმშილობას იწყებს.

 

11:00 სასტუმრო “თბილისი მერიოტში”, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართება.

11:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ცაგარეიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში”, “მიმდინარე პოლიტიკური საკითხები”

 

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, “ახალგაზრდული ცენტრის” ხელმძღვანელი, ზურაბ ქადაგიძე NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

11:00 “პირველ პრესკლუბში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი, გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “ყოფილი ხელისუფლების პერიოდში დევნილთა სამინისტროში გაცემული მაღალი პრემიები და კვლევა, რომლითაც დასტურდება, რომ დევნილთა სამინისტროში მაღალ პრემიებს ყოველთვიურად მინისტრის საახლობლო იღებდა.
მის.: წერეთლის №116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული

 

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა კაციტაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: “ფიქრია ჩიხრაძის დანიშვნა და პარტიის სამომავლო გეგმები”

 

11:30 “პირველ პრესკლუბში”, “სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარე, ლაშა გიორგაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “სითი პარკის” საქმიანობა შესაძლოა უკანონო გარიგების შედეგი იყოს. ჩჩI თბილისის მერიის მიერ “სითი პარკთან” დაკავშირებით დოკუმენტაციის პროკურატურაში გადაგზავნის ფაქტს გამოეხმაურა.
მის: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: “მოლაპარაკებები მთავრობასა და “გაზპრომს” შორის”, “მედიაში მიმდინარე პროცესები”, “NDI-ის გამოკითხვა”, “ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”.

 

11:30 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

 

11:30 პორტალ “კვირას” პრესკლუბში, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, სანდრო თვალჭრელიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემები: “2016 წლის ბიუჯეტი; ეროვნული ვალუტა; მოლაპარაკებები “გაზპრომთან” მის.: უშანგი ჩხეიძის #23.

 

12:00 საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”, სოციალური პროექტის – “თბილისი მარათონის” პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: წერეთლის #118, მე-3 პავილიონი

 

12:00 ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში შემავალი საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე გახსნის.

მის: ცენტრალური საარჩევნო კომისია, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კილომეტრი.

 

12:00 ქუთაისელი ჟურნალისტები, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან შიმშილობას დაიწყებენ.
საკ, პირი: ბუბა ჩივაძე 568 92 26 26

12:00 “პირველ პრესკლუბში”, “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი, მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს.
თემა: “ფიქრია ჩიხრაძე – პრეზიდენტის ახალი მრჩეველი”; “ვინ გახდება “ახალი მემარჯვენეების” ახალი თავმჯდომარე”, “მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები”.
მის.: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული

12:00 სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში”, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, მამუკა მესხი ,,მსოფლიო სურსათის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებას გახსნიან.

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი, გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს.
თემა: “მოლაპარაკებები მთავრობასა და “გაზპრომს” შორის”, “მედიაში მიმდინარე პროცესები”, “NDI-ის გამოკითხვა”, “ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”.

12:00 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში შემავალი საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.

 

12:00 “კონსერვატიული პარტიის” ლიდერები და ეროვნული კომიტეტის წევრები, მერაბ კოსტავას გარდაცვალებიდან 26 წლისთავთან დაკავშირებით, ბორითში(ხარაგაული), ეროვნული გმირის გარდაცვალების ადგილზე აღმართულ ქვაჯვართან სულის მოსახსენიებელ პარაკლისს გადაიხდიან.

12:00 სასტუმრო “რედისონში”, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერო-ს სურსათისა სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის პროგრამა ENPARD-თან ერთად, მედიის წარმომადგენლებს მსოფლიოს სურსათის დღისა და FAO-ს დაარსების 70 წლის იუბილეს აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე იწვევს.

 

12:00 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N#422

 

12:00 თურქეთის საელჩოში, პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები ანკარაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით სამძიმარს გამოუცხადებენ თურქ ხალხს.
მის.: ჭაჭავაძის გამზ. #35

12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N#312

12:00 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში დაიწყება “საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის, სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მის.: თელავი, ერეკლე II გამზირი N#16; საკრებულოს შენობის დარბაზი.

 

12:30 “პირველ პრესკლუბში”, “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.
თემა: “ყოფილი ზონდერების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა”.
მის.: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული

 

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, განათლების პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, დენის დავითაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: “ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები”.

13:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N#636

13:00 აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

14:00 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

15:00 სასტუმროში “რუმს თბილისი”, “ელიტ ელექტრონიქსი” და “სამსუნგი” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

15:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძისა და ამერიკის ორგანიზაციის საბინის ინსტიტუტის პროგრამის დირექტორის, მაიკ მაქქვესჩენის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მის.: თბილისი, პარლამენტი, ბრიფინგების ოთახი, კორპუსი, IV სართული

 

15:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N#518

 

16:00 “ევროპის სახლში”, შვედეთის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვა/EcoVision” ორგანიზებით, “შვედეთის გარემოს დაცვის დღეები საქართველოში” დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და სომხეთში, მარტინა ქუიქი გახსნის.
მის.: თავისუფლების მოედანი N#1

17:00 “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის საყოველთაო-სახალხო განხილვა.
მის.: ზუგდიდი, რუსთაველის ქ.N#52; ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

19:00 კონსერვატორიის დიდ დარბაზში, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი გაიხსნება.

13 ოქტომბერი
13 ოქტომბერი

მასალების გადაბეჭდვის წესი