გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღება აუცილებელია, 25% მიიჩნევს, რომ არ არის აუცილებელი, ხოლო 4%-მა კითხვას არ უოასუხა.
ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების შემოღებას აუცილებლად მიიჩნევს იმ ადამიანბიეს 66%, რომლებსაც ჰყავთ ავტომობილები.
აღნიშნული კვლევა, რომელიც ადგილობრივი პრობლემების საკითხებით დაინტერესდა, NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართელომ ჩაატარა საქართველოს 9 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, მცხეთასა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კვლევაში გამოიკითხა 4448 ადამიანი 2015 წლის 8 აგვისტოდან-10 სექტემბრამდე. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევის საშუალო ცდომილება არის 3%.
კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ ნაწილზეა ფოკუსირებული, ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.