ახალი ამბები

“მოქალაქე” უარყოფს ინფორმაციას, რომ ივანიშვილი აფხაზეთში უძრავ ქონებას შეისყიდის

12 ოქტომბერი, 2015 •
“მოქალაქე” უარყოფს ინფორმაციას, რომ ივანიშვილი აფხაზეთში უძრავ ქონებას შეისყიდის

“ამ დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა. ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს”, – ნათქვამია “მოქალაქის” განცხადებაში. 


უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების ბაზრის გახსნის შესახებ დისკუსიაში, რომელიც აფხაზეთში მიმდინარეობს, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც განიხილება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი