ახალი ამბები

გამოკითხულთა 54% შემოსავალს პენსიისა და სახელმწიფო დახმარების სახით იღებს

12 ოქტომბერი, 2015 •
გამოკითხულთა 54% შემოსავალს პენსიისა და სახელმწიფო დახმარების სახით იღებს

გამოკითხულთა 54% აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი მისმა ოჯახმა პენსიისა და სახელმწიფო დახმარების სახით მიიღო, ხოლო 41% მიიჩნევს, რომ მისი ოჯახის შემოსავალი ოჯახის ყველა წევრის ხელფასია.

 

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გაყიდვით ბოლო 12 თვის მანძილზე შემოსავალი 28%-მა მიიღო, ხოლო 13%-ის შემოსავალი საზღვარგარეთ მცხვორები ოჯახის წევრის, მეგობრის ან ნათესავის გამოგზავნილი ფულია.

 

შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა თბილისში, სადაც გამოკითხულთა უმეტესობის, 55%-ის შემოსავალი ოჯახის ყველა წევრის ხელფასია. პენსიები და სახლემწიფო დახმარება თბილისში გამოკითხულთა ასევე დიდი ნაწილის, 54%-ის შემოსავალი იყო ბოლო 12 თვის პერიოდში. 

 

საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრის, ნათესავის ან ოჯახის წევრის გამოგზავნილი თანხა 15%-ს აქვს მიღებული. ხოლო 13 % – საქართველოში მცხოვრები მეგობრის, ნათესავის ან ოჯახის წევრისგან.

 

თბილისის მოსახლეობის უმეტესობას (25%) შემოსავალი, გასულ გამოკითხვის ჩატარების წინა თვეს, 401-800 ლარამდე აქვს, ხოლო 16%-ს აქვს 801-1200 ლარი, 261-400 ლარამდე შემოსავალი აქვს 14%-ს.

 

რეგიონებში შედარებით რთული მდგომარეობაა. აქ 261-400 ლარამდე შემოსავალი აქვს 20%-ს, ხოლო 17%-ის  შემოსავალი არის 401-800 ლარი, გამოკითხულთა ამდენივე რაოდენობა იღებს 150-260 ლარს.

 

აღნიშნული კვლევა, რომელიც ადგილობრივი პრობლემების საკითხებით დაინტერესდა, NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართელომ ჩაატარა საქართველოს 9 ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, მცხეთასა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში. კვლევაში გამოიკითხა 4448 ადამიანი 2015 წლის 8 აგვისტოდან-10 სექტემბრამდე. კვლევა წარმომადგენლობითია. კვლევის საშუალო ცდომილება არის 3%.

 

კვლევის მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ ნაწილზეა ფოკუსირებული, 15 ოქტომბერს გამოაქვეყნებს.

NDI-ს 2015 წლის კვლევა შემოსავლების ნაწილი
NDI-ს 2015 წლის კვლევა შემოსავლების ნაწილი

NDI-ს 2015 წლის კვლევა შემოსავლების ნაწილი
NDI-ს 2015 წლის კვლევა შემოსავლების ნაწილი

მასალების გადაბეჭდვის წესი