“ქალბატონი ფიქრია დაიკავებს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენს ადმინისტრაციაში და იმ პროცესებში, რომელშიც აქტიურად ჩართულია პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ჩიქრაძეს პოლიტიკური მრჩევლის თანამდებობა შეთავაზეს “მისი შთამბეჭდავი და ხანგძრლივი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე”.
“მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს სრულ ღირებულებით თანხმობას, რადგან ძალიან ბევრ საკითხში ჩვენ გვაქვს იმის ერთნაირი ხედვა, რაც უნდა გაკეთდეს დღეს ქვეყანაში, ერთნაირად ვხედავთ იმ პროცესებს, რაც უნდა განხორციელდეს. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობა იქნება ერთმანეთის შემვსები, რადგან ჩვენს გუნდში მოდის კვალიფიციური და სერიოზული პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ახალი მრჩევლის წადგენისას.
ფიქრია ჩიხრაძე პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია იმ პერიოდიდან, როდესაც საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ჩამოყალიბდა. ბოლო დროს იყო პოლიტიკური გაერთიანება “ახალი მემარჯვენეების” წევრი და 2013 წლიდან – თავმჯომარე. როგორც ჩიხრაძემ დღეს განაცხადა, მან მოიხსნა პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ორი დღის წინ. მისივე თქმით, ის აჩერებს პარტიულ მოღვაწეობას იმ ვადაში, რა პერიოდითაც ის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს დაიკავებს.