ასეთი შედეგი აჩვენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილმა უახლესი კვლევის შედეგებმა.
თბილისის შემდეგ ყველაზე ცოტა რესპონდენტი (8%) აფასებს კარგად გორის საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის საქმიანობას, მას მოსდევენ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი (10%) და გურჯაანის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერძენიშვილი (10%). გამოკითხულთა 12% აფასებს დადებითად ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დვალის საქმიანობას, რომელმაც რამდენიმე დღის წინ უფლებამოსილება შეიჩერა, რადგან ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა მასზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
ყველაზე მეტი რესპონდენტი დადებით შეფასებას აძლევს ზუგდუდის საკრებულოს თავმჯდომარეს მერაბ კვარაიას და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარეს ილია ჯიშკარიანს (18-18%). მათ მოსდევენ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე (14-14%), ხოლო ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის კახაბერ ბერიძის საქმიანობას კარგად აფასებს 13%.
შეკითხვაზე – 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაგიკავშირდათ თუ არა საკრებულოს წევრი ან მისი თანამშრომელი, გამოკითხულთა 94% პასუხობს – არა. ხოლო გამოკითხულთა 74%-მა არ იცის ვინ არის საკრებულოში მისი მაჟორიტარი.
გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).