ასეთი შედეგი აჩვენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილმა უახლესი კვლევის შედეგებმა.
გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 7%, ხოლო ცუდად- 19%; თბილისის მერის დავით ნარმანიას საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 12%, ხოლო უარყოფითად – 36%. რეიტინგის მიხედვით, ბოლოდან მესამე ადგილზე ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვია, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 15%, ხოლო უარყოფითად -19%.
გამოკითხულთა მხოლოდ 18-18% აფასებს დადებითად ზუგდიდის და ქუთაისის მერების, ირაკლი გოგოხიასა და შოთა მურღულიას საქმიანობას. ამასთან, გამოკითხულთა 18%-ის აზრით მურღულია ცუდად მუშაობს, ხოლო ირაკლი გოგოხიას საქმიანობას ცუდად მხოლოდ 5% აფასებს.
ყველაზე მეტი რესპონდენტი მიიჩნევს დადებითად ახალციხის მერის გიორგი კოპაძის (29%), თელავის მერის პლატობ კალმახელიძის (25%), ოზურგეთის მერის ბეგლარ სიორიძისა (21%) და მცხეთის მერის ავთანდილ ნემსიწვერიძის (21%) საქმიანობას.
შეკითხვაზე – 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაგიკავშირდათ თუ არა მერი ან მისი თანამშრომელი, გამოკითხულთა 96% პასუხობს – “არა”.
გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).