აღნიშნულ მოსაზრებას 17% ეწინააღმდეგება, 22%-ს კი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%.
მიმდინარე 13-14 ივნისს თბილისში ძლიერმა წყალდიდობამ ვერეს ხეობა გაანადგურა. სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა.
საქართველოს ბიზნესპალატა და სამშენებლო ასოციაციები ინიციატივით გამოდიან, რომ ვერეს ხეობაში “ქართული მანჰეტენი” აშენდეს. პროექტი გულისხმობს სასტუმროების, ბიზნესცენტრების, პარკისა და სარბენი ბილიკების მოწყობას. აღნიშნულ ინიციატივას მაშინვე მოქალაქეთა დიდი ნაწილის პროტესტი მოყვა. ისინი ფიქრობენ, რომ ვერეს ხეობის ქვედა ნაწილში რეკრეაციული ზონა უნდა მოეწყოს.