ასეთი შედეგი აჩვენა ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC-საქართველოს მიერ წარმოდგენილმა უახლესი კვლევის შედეგებმა. გამოკითხვა 2015 წლის 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida).
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და, შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ქუთაისშია განთავსებული. თუმცა ამ არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის საკომიტეტო საქმიანობა ისევ თბილისში დააბრუნა, ხოლო პლენარული სხდომები კვლავაც ქუთაისში იმართება. პარლამენტის ადგილმდებარეობის შეცვლას საკონსტიტუციო ცვლილება ესაჭიროება.






