ახალი ამბები

ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს

12 ოქტომბერი, 2015 •
ღარიბაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას ულოცავს

როგორც პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მთავრობის მეთაური ბელარუსის პრეზიდენტს წარმატებას უსურვებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების იმედს გამოთქვამს.


„დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ბელარუსის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატო თქვენდამი ჩემი პატივისცემა და გისურვოთ წარმატება, მშვიდობა და კეთილდღეობა“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.


ლუკაშენკო და ღარიბაშვილი
ლუკაშენკო და ღარიბაშვილი

 

ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტად მომდევნო ხუთი წლით გახდა. იგი უკვე 21 წელია ქვეყანას მართავს. ძირითადმა ოპოზიციონერები, რომლებსაც BBC ვეტერან ოპოზიციონერებად მოიხსენიებს, არჩევნებში ვერ დარეგისტრირდნენ. მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და ლუკაშენკოს გადადგომისაკენ მოუწოდეს. 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 9-დან 7 საპრეზიდენტო კანდიდატი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი