ახალი ამბები

ანონსი: 12 ოქტომბერი

11 ოქტომბერი, 2015 •
ანონსი: 12 ოქტომბერი

10:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე სასკოლო მზაობის პროგრამაზე ბავშვთა რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით, ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მის: ჟ.შარტავას N7

 

11:00 საათზე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას ამა წლის აგვისტო–სექტემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ. გამოკითხვა ძირითადად ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებსა და თვითმმართველობის ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა. მის: სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისი“, მ. კოსტავას #14.

 

11:00 საათზე, საარჩევნო სუბიექტების იურისტებისთვის ტრენინგი იწყება. სწავლებას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და IFES-ის პროექტის ხელმძღვანელი საქართველოში ნერმინ ნიშიჩი გახსნიან. მის: სასტუმრო „ამბასადორი”, შავთელის ქ. #13

 

11:00 საათზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 2016 წლის ბიუჯეტი; მოლაპარაკებები „გაზპრომთან”; მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში” (მე-3 პავილიონი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის” პროგრამის ფარგლებში, საზოგადოებას სამწლიან ანგარიშს წარუდგენს.

 

11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში სახალხო სამართლის ლიდერი ოთარ სტეფანიშვილი და პაატა გუგუჩია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით პრესკონფერენციას.

 

11:30 საათზე ირაკლი ბათიაშვილი პორტალ „კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სირიაში მიმდინარე მოვლენები; თანამშრომლობა ირანთან – დავით დონდუას განცხადებები რატომ გვირჩევენ ამერიკელები ირანთან ურთიერთობებისგან თავის შეკავებას; ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

 

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” თავისუფალი თაობის გამგეობის წევრები: დავით ლორია, გიორგი მუხიგულაშვილი, რეზი რევაზიშვილი, ასევე “საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის ” დამფუძნებლები: ელენე ლორთქიფანიძე და დავით ფაღავა საგანგებო განცხადება გააკეთებენ. თემები: რუსთავი 2, შუალედური არჩევნები, სააფთიაქო ლეგალური ბარიგობა და თსუ-ში განვითარებული ანტი ეროვნული სულისკვეთების პროპაგანდა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რამ გამოიწვია გაზპრომთან მოლაპარაკებები, უშიშროების საბჭოს გაფართოებული

 

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდნარე პოლიტიკურ საკითხები

 

12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის (CDSS) ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: ენერგეტიკის მინისტრისა და გაზპრომის წარმომადგენელთა შეხვედრა – რისკები და საფრთხეები. ასევე სხვა მიმდინარე მოვლენები საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

12:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” პოლიტიკური პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი სოსო შატბერაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და მედიაში განვითარებული ბოლო დროინდელი მოვლენები. 

 

13:00 საათზე სასტუმრო თბილისი ,,რუმსში” ასოციაცია ჰერა XXI რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიმოხილვას წარადგენს და კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს დააჯილდოებს. ღონისძიებას საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისმართი: თბილისი მერაბ კოსტავას 14; სასტუმრო რუმსი საკონტაქტო პირი: ეკა წივწივაძე 595 49 08 10

 

13:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: არჩევნები საგარეჯოში, საარჩევნო სიები და ახალი სახეები, რუსთავი 2 და მედიაში განვითარებული მოვლენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი