12:00 – ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანება „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ გამართავს მსვლელობას მეტრო „სამედიცინო ინსტიტუტიდან“ ასათიანის ქუჩისკენ, რომელზეც მდებარეობდა ფსიქიატრიული კლინიკა და დღემდე ხშირად მოიხსენიება ნეგატიურ კონტექსტში.
15:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორს, სერჯიო ბერტოლუჩის, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველს, ქრისტოფ შეფერს, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტ ფერნანდო ფერონის, ფიზიკოს გია დვალსა და საერთაშორისო ექსპერიმენტატორ თემურ ლომთაძეს შეხვდება.
15 საათზე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ ადმინისტრაციულ შენობაში (მის: თამარ მეფის ქ.15), საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია რკინიგზის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას გამართავს.