ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკს ვოლიერების დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი ეწვია

9 ოქტომბერი, 2015 •
თბილისის ზოოპარკს ვოლიერების დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი ეწვია

ერიკმა ფონ ფლიტმა საკუთარი ინიციატივით, სრულიად უანგაროდ გადაწყვიტა ჩვენი დახმარება, ჩათვალა რა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება ახლა განსაკუთრებულად სჭირდებოდა წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ზოოპარკს. ამჟამად ზოოპარკში იმყოფება და უკვე ესკიზების შექმნითაა დაკავებული, აცხადებს ზოოპარკი.

 

ზოოპარკი იტყობინება, რომ იგი ცდილობს გაგვიზიაროს თავისი პროფესიული გამოცდილება და ახალი, თანამედროვე დიზაინის ვოლიერების შექმნაში დაგვეხმაროს როგორც არსებულ, ისე – ახალ ტერიტორიაზე.

 

ერიკ ფონ ფლიტი 21 წელია ზოოპარკების დიზაინერია. მისი დიზაინითაა აგებული ვოლიერები ევროპის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებში, მათ შორის: Amersfoort Zoo, Beekse Bergen, Bird Park Avifauna, Dierenrijk, Zodiac Zoos, Gaia Zoo (ჰოლანდია), Antwerp Zoo, Planckendael (ბელგია), Allwetterzoo Munster, Zoo Magdeburg (გერმანია), Knowsley Safari Park (ინგლისი), Ramat Gan (ისრაელი) და სხვა.

 

 ერიკ ფონ ფლიტი თბილისში 14 ოქტომბრამდე დარჩება.

ზოოპარკების მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი. 9.10.2015
ზოოპარკების მსოფლიოში ცნობილი ჰოლანდიელი დიზაინერი ერიკ ფონ ფლიტი. 9.10.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი