ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდნენ “ტუნისის ეროვნული დიალოგის ოთხეულის” წევრები: ვიდედ ბუშამუი, ტუნისის დასაქმებულთა კავშირის პრეზიდენტი, უსინ აბასი ტუნისის მშრომელთა კავშირის გენერალური მდივანი, აბდესათარ ბენ მუსა – “ტუნისის ადამიანის უფლებების დაცვის ლიგის” პრეზიდენტი და მუჰამედ ფადელ მაჰმუდი ტუნისის იურისტთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება ნობელის ნორვეგიის კომიტეტის თავმჯდომარემ, კაკი კულმან ფაივმა 9 ოქტომბერს გამოაცხადა.
ნობელის პრემიის ნორვეგიის კომიტეტის განცხადებით, ოტხეული ჩამოყალიბდა 2013 წელს, როდესაც რევოლუციის შემდეგ დემოკრატიზაციის პროცესი დადგა საფრთხის წინაშე პოლიტკურად მოტივირებული მკვლელობებისა და სოციალური ამბოხის ფონზე.
მათმა საქმიანობამ ტუნისში ალტერნატიულ გზად დასახა მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესი, როდესაც ქვეყანა იყო სამოქალაქო ომის ზღვარზე. მათი გაერთიანება აღმოჩნდა გადამწყეტი ტუნისისთვის, რომ ჩამოყალიბებულიყო კონსტიტუციური სისტემა, რომელიც დაიცავს მთელი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს გენდერული, პოლიტიკური კუთვნილებისა თუ რელიგიური მრწამსის მიუხედავად.
მ