ახალი ამბები

ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს ივანიშვილის “ქართუ” ააშენებს

9 ოქტომბერი, 2015 •
ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს ივანიშვილის “ქართუ” ააშენებს

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) კვლევებისა და სამეცნიერო-კომპიუტერული დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, CERN-ის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის მრჩეველი ქრისტოფ შეფერი, იტალიის ონკოლოგიური ადრონულითერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი და ტექნიკური დირექტორი სანდრო როსი, ბირთვული   ფიზიკის   ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი, მეცნიერი გია დვალი.

 

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გახდა ცნობილი, აღნიშნულ ინსტიტუტსა და ადრონული თერაპიის ცენტრს ფონდი ქართუ ააშენებს. პროექტის ღირებულება დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროა. შეხვედრა დახურულია.

 

მეცნიერ გია დვალის განმარტებით, სიმსივნის ადრონული თერაპია არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად ანადგურებს კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად:  

 

“ეს დარგი ეფუძნება ნაწილაკების ამაჩქარებელზე წარმოებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევებს, მაგრამ მას ასევე გააჩნია უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გამოყენება. პროექტის იდეაა, რომ საქართველოში შეიქმნას ადრონული თერაპიის კვლევებისთვის აუცილებელი ამაჩქარებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და კვლევის ამ მიმართულების გარშემო აეწყოს საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, რომელიც ერთგვარი ლოკომოტივის როლს შეასრულებს ზოგადი მეცნიერული და სასწავლო დონის ამაღლებისთვის ქვეყანაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი