ახალი ამბები

კვირიკაშვილის თქმით, მართლმასჯულების საკითხებზე საქართველო ევროკავშირთან კომუნიკაციისთვის მზადაა

9 ოქტომბერი, 2015 •
კვირიკაშვილის თქმით, მართლმასჯულების საკითხებზე საქართველო ევროკავშირთან კომუნიკაციისთვის მზადაა

მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს ინტერესი, შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს ევროპელ პარტნიორებს მიიღონ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.


“მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ღიაა ამ თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის, ჩვენ დაველოდებით ევროკავშირის მისიის ჩამოსვლას, მზად ვართ პასუხი გავცეთ ყველა შეკითხვას. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გვქონდეს მაღალი დონის კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, რომელიც ერთ წელიწადში გაიმართება. საქართველოსა და ევროკავშირს შორის არ უნდა არსებობდეს არც ერთი ღია საკითხი და პასუხგაუცემელი შეკითხვა”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს ჰანს შეხვდა.


კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი
კვირიკაშვილი და იოჰანეს ჰანი

მასალების გადაბეჭდვის წესი