ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მუხლობრივი განხილვა დასრულდა

1 ოქტომბერი, 2010 • • 1126
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მუხლობრივი განხილვა დასრულდა

პარლამენტის პლენარული სესიის სხდომაზე ცვლილებების პროექტის მუხლობრივი განხილვა დასრულდა.

შეთანხმება ზოგიერთ საკითხებზე საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის მიღწეულია.

გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ,,კარი ღია რჩება’’.

სხდომაზე გამოცხადდა ტექნიკური შესვენება, რომელიც უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციებს მოხმარდება.

ყველაზე მეტი შენიშვნები მუხლებთან დაკავშირებით ,,ქრისტიან-დემოკრატების’’ წევრმა ლევან ვეფხვაძემ და ,,ქართული დასის’’ ლიდერმა ჯობდი ბაღათურიამ გამოთქვეს.

სხდომაზე კომიტეტებმა გამოსვლა არ ისურვეს. ფრაქციების გამოსვლა კი შესვენების შემდეგ მოხდება.

საკონსტიტუციო პროექტის მეორე საპარლამენტო განხილვას 112 დეპუტატი ესწრებოდა.

სხდომა 15.30 წუთზე განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი