ახალი ამბები

EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში საგარეო მინისტრები გაგზავნონ – იოზვიაკი

22 აპრილი, 2024 •
EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში საგარეო მინისტრები გაგზავნონ – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე იყო მოწოდება, რომ საქართველოში მინისტრები გაგზავნონ ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოზე.

ამის შესახებ ჟურნალისტი X-ზე წერს. მისი თქმით, საქართველოში შექმნილი ვითარება დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს.

ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ განცხადა, რომ რუსული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი