ახალი ამბები

„რუსული კანონის“ საკომიტეტო განხილვა 15 აპრილისთვის გადაიდო

8 აპრილი, 2024 • 860
„რუსული კანონის“ საკომიტეტო განხილვა 15 აპრილისთვის გადაიდო

„რუსული კანონის“ საკომიტეტო განხილვა 12-ის ნაცვლად 15 აპრილს გაიმართება.

კომიტეტი სხდომას იწვევს ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა. როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ვინაიდან 9 აპრილი უქმე დღეა, კანონპროექტის განხილვამ ერთი სამუშაო დღით გადაიწია.

პარლამენტის ბიურომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. ბიუროს სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განხილვა 12 აპრილს დააანონსა. მოგვიანებით მედიას განხილვის გადადების შესახებ უთხრა.


მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

„რუსულმა კანონმა“ ბიურო გაიარა, განხილვა იურიდიულ კომიტეტში გაგრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი