ახალი ამბები

პარლამენტში ჟურნალისტთა ნაწილს არ უშვებენ

8 აპრილი, 2024 • 515
პარლამენტში ჟურნალისტთა ნაწილს არ უშვებენ

ჟურნალისტთა ნაწილს, მათ შორის “ნეტგაზეთის” რეპორტიორებს, პარლამენტში არ უშვებენ. თუმცა ამის მიზეზს ადმინისტრაცია არ განმარტავს.

ამ წუთებში პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნება” რუსულ კანონს მეორედ არეგისტრირებს. პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას იმის შესახებ, რომ რუსული კანონი დღის წესრიგში აღარ დაბრუნდებოდა.

მასშტაბური საპროტესტო აქციების შედეგად, “რუსული კანონის” მიღებაზე უარის თქმიდან ერთი წლისთავზე “ქართული ოცნება” იდენტურ კანონპროექტს აინიციირებს.

3 აპრილს პარტიის ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ძველ და ახალ “რუსულ კანონებს” შორის განსხვავება მხოლოდ სახელშია – “უცხოური გავლენის აგენტის” ნაცვლად  ახლა მათი სამიზნე არის “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი