ახალი ამბები

ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს

7 აპრილი, 2024 •
ჩეჩნეთში ძალიან ნელი და სწრაფი მუსიკა აკრძალეს

ჩეჩნეთში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რესპუბლიკაში მუსიკალური ნაწარმოების შესრულება არ შეიძლება თუ მისი ტემპი ნაკლებია ან აღემატება 80-116 დარტყმას წუთში (BPM).

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა “მედუზას” თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება შეთანხმებულია ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვთან.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება კრძალავს ძალიან ნელ და სწრაფ ტემპში შესრულებულ სიმღერებს. მაგალითად ამ ლიმიტს ქვემოთ ექცევა რუსეთის ეროვნული ჰიმნი (76 დარტყმა წუთში), ხოლო ლევ ლევაშენკოს “გამარჯვების დღე” ლიმიტს ზემოთაა – 126 BPM.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი