ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა- ამის შესახებ კადიროვი საკუთარ ტელეგრამ-არხზე წერს.
ჩეჩნეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის პოსტის მიღების შემდეგ, ახმატ კადიროვი შეინარჩუნებს რეგიონული ფიზიკური კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას, რომელიც მან 2024 წლის მაისში დაიკავა, – იუწყება მედუზა.
საერთო ჯამში, გამოცემა „პროექტის“ (Проект) დათვლით, სხვადასხვა სახელისუფლებო პოსტზე რამზან კადიროვის სულ მცირე 96 ნათესავი მუშაობს, მათ შორის მისი 14 შვილიდან შვიდი.








