ახალი ამბები

„ძირს უთხრის ევროატლანტიკურ გზას“ — ნორვეგია „ოცნების“ კანონპროექტებზე

5 აპრილი, 2024 • 670
„ძირს უთხრის ევროატლანტიკურ გზას“ — ნორვეგია „ოცნების“ კანონპროექტებზე

ნორვეგია შეშფოთებულია საქართველოში ბოლო დროს ინიციირებული კანონპროექტებით და აცხადებს, რომ ისინი ძირს უთხრის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„ნორვეგია შეშფოთებულია „უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ საქართველოში არსებული სამართლებრივი ინიციატივებით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასა და ლგბტქი+ პირების სტიგმატიზაციას ეწევა. ისინი ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან ღირებულებებს, საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ გზას“, — ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში დააბრუნა შარშან მასობრივი პროტესტის ფონზე ჩაგდებული „რუსული კანონი“, ასევე დაარეგისტრირა ჰომოფობიური ხასიათის კონსტიტუციური კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი