ახალი ამბები

ეწინააღმდეგება ქართველების ევროპულ მისწრაფებას- ევროპარლამენტარი რუსულ კანონზე

4 აპრილი, 2024 • 641
ეწინააღმდეგება ქართველების ევროპულ მისწრაფებას- ევროპარლამენტარი რუსულ კანონზე

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ეხმიანება “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის კვლავ ინიცირებას და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. 

„უცხოელი აგენტების“ კანონის ხელახალი შემოღებით, პარტია „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება ქართველების ევროპულ ინტეგრაციისკენ სწრაფვას და ღალატობს ყველა იმ ადამიანის ნდობას, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ საქართველოს დასახმარებლად კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში”, – წერს ევროპარლამენტარი X [ყოფილი ტვიტერი]-ზე. 

 

 
„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა ისევ დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა და როგორც განმარტა, გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული პროექტისგან განსხვავდება იმით, რომ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტის“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

მასალების გადაბეჭდვის წესი