ახალი ამბები

საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართა

28 სექტემბერი, 2010 • • 1180
საპროტესტო აქცია პარლამენტთან გაიმართა

არასამთავროებო ორგანიზაციები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის  საპარალამენტო განხილვების პროცესს აპროტესტებენ. მათი აზრით, პროექტის საჯარო განხილვა არაეფექტური იყო, რადგან საზოგადოებას მონაწილეობა მასში არ მიუღია.

,,საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესში, საზოგადოების აზრი არის გათვალისწინებული, –  ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუეა. ამ პროექტის ამგავრი სახით მიღება არ არის საზოგადოებისათვის მიზანშეწონილი და მისაღები’’, – ამბობს ლია მუხაშავრია, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

აქციაზე, პარლამენტის წინ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი, “სოლიდარობა უკანონო პატიმრების” ლიდერი ეკა ბესელიაც იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეებმა პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

პეტიციას ისინი პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვების შეჩერების მოთხოვნით შეიტანენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები; „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი”, „თავისუფალი აზრის სახლი”, „გადაარჩინე სიცოცხლე”, „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის”, „კავკასიის ქალთა ქსელი” და „დამოუკიდებელ ადვოკატთა პროფკავშირი” ამბობენ რომ პარლამენტთან აქციებს მანამდე გააგრძელებენ, სანამ პარლამენტი მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილბეს.

ხვალ 12 სათზე აქიიც მონაწილეები კვლავ შეიკრიბებიან პარლამენტთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი