ახალი ამბები

პარლამენტში მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძე გახდა

22 მარტი, 2024 • 734
პარლამენტში მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძე გახდა

პარლამენტში მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლე იმედა ნიკურაძე გახდა.

იმედა ნიკურაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას პარლამენტში კენჭი დღეს, 22 მარტს, ეყარა და მას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა.

იმედა ნიკურაძე ბიძინა ივანიშვილის “ელიტ ბურჯის” ადვოკატი იყო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი- თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე. პარლამენტის დეპუტატად გახდომამდე იყო თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე.

რაც შეეხება მიხეილ სარჯველაძეს, ის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი