ახალი ამბები

„ოცნების“ ხელში სოციალური დახმარება ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა – თურაზაშვილი

19 მარტი, 2024 • 613
„ოცნების“ ხელში სოციალური დახმარება ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა – თურაზაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარება „ქართული ოცნებისთვის“ ზეწოლის ინსტრუმენტად იქცა.

ამის შესახებ მან დღეს, 19 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, როცა რეგიონებში მოსახლეობას ხვდება, ადამიანებს თავიანთ პრობლემებზე საუბრის ეშინიათ, მათ შორის, სოციალური დახმარების მოხსნის გამო.

„როდესაც მე დასავლეთში ადამიანებს ვხვდებოდი, სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლებისგან ვისმენდი ერთსა და იმავეს, რომ გაცილებით მეტ პენსიონერს უნდოდა შეხვედრაზე მოსვლა და განცხადების დაწერა, მაგრამ მათ ეშინოდათ. ასევე იყო შემთხვევები, რომ შვილებმა დაუშალეს, რადგან შეეშინდათ, რომ სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ. ეს კარგად გვაჩვენებს, რომ ზოგადად, სოციალური დახმარება იქცა ზეწოლის ინსტრუმენტად „ქართული ოცნების“ ხელში. მე ეს ყველაფერი მახსენებს ჩვენი ოკუპანტი მეზობლის ქვეყანაში არსებულ ვითარებას, სადაც ადამიანების დაშინება ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი