ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სტოლტენბერგი საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევა

15 მარტი, 2024 • 1772
სტოლტენბერგი საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს ეწვევა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა. 

ის პირველად ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვა.  თბილისში სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ- მინისტრს.

19 მარტს კი სომხეთში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი