ახალი ამბები

ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბეშიც ამოქმედდება

6 მარტი, 2024 •
ზონალურ-საათობრივი პარკირება დიდუბეშიც ამოქმედდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 6 მარტს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველი მარტიდან კონკრეტულ მისამართებზე უკვე განთავსებულია საინფორმაციო ჯიხურები.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ 1 აპრილიდან დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საცხოვრებელ სახლებთან უფასოდ გააჩერონ ავტომანქანები, ადგილობრივ მცხოვრებლებს მოვუწოდებ, დროულად მიმართონ განთავსებულ პავილიონებს და დაარეგისტრირონ ავტომობილები“, — განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა დაასახელა მისამართები, სადაც მოქალაქეები აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. კერძოდ, პავილიონები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

  • წერეთლის გამზირი N118 (საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“
    მიმდებარედ);
  • წერეთლის გამზირი N12ა-ს მიმდებარედ; წერეთლის გამზირი N116;
  • წერეთლის გამზირი N76; წერეთლის გამზირი N48; წერეთლის გამზირის N140 (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარედ); წყალტუბოს ქუჩა N10.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პავილიონები მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა,
09:00-დან 18:00 საათამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი