ახალი ამბები

მეტელკინა/ბერულავამ მოიგეს ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი

29 თებერვალი, 2024 • 1066
მეტელკინა/ბერულავამ მოიგეს  ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი

საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატი.

მეტელკინა და ბერულავა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შემდეგ გავიდნენ პირველ ადგილზე, ორივე პროგრამის ჯამში დააგროვეს 179.32 ქულა და  12,47 ქულით გაუსწრეს მეორეადგილოსან ამერიკულ წყვილს.

ამ სეზონში მეტელკინა/ბერულავასთვის ეს არის მეექვსე მედალი, რომელიც მოიგეს. იუნიორების მსოფლიო ჩემპიონატამდე მათ მოიპოვეს ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი სპორტულ წყვილებში, იქამდე კი მოიგეს: ვარშავის თასი, იუნიორების გრან პრის ორი ეტაპი და იუნიორების გრან პრის ფინალი.

ბერულავასა და მეტელკინასთვის ეს არის ერთად სრიალის პირველი სეზონი. აქამდე ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა მეწყვილეებთან – ლუკა ბერულავა – კარინა საფინასთან, ანასტასია მეტელკინა კი – დანიელ პარკმანთან ერთად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი