ახალი ამბები

მეტელკინა/ბერულავას წყვილმა მოიპოვა ოქროს მედალი იუნიორების გრან პრის ეტაპზე

9 სექტემბერი, 2023 •
მეტელკინა/ბერულავას წყვილმა მოიპოვა ოქროს მედალი იუნიორების გრან პრის ეტაპზე

9 სექტემბერს, სტამბულში დასრულდა ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპი, სადაც ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტულმა წყვილმა დაიკავა პირველი ადგილი.  საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალი პროგრამის შემდეგ, რის შედეგადაც, მათ 26 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსნებს.

 

ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრი 7 ეტაპისგან შედგება, სადაც წყვილი/მოციგურავე ორ ეტაპში იღებს მონაწილეობას, 6 ეტაპიდან დაგროვებული ქულების მიხედვით ირჩევა 6 საუკეთესო და გადადის გრან პრის ფინალში. მეტელკინა/ბერულავას შემდეგი  ეტაპი 20-23 სექტემბერს ექნებათ ბუდაპეშტში.

ბერულავასა და მეტელკინასთვის ეს არის ერთად სრიალის პირველი სეზონი. აქამდე ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა მეწყვილეებთან – ლუკა ბერულავა – კარინა საფინასთან, ანასტასია მეტელკინა კი – დანიელ პარკმანთან ერთად.

მასალების გადაბეჭდვის წესი