ადამიანები ევაკუატორის მომსახურებით უმეტესად მაშინ სარგებლობენ, როცა გადაადგილების, მანქანის გადატანის პრობლემა აქვთ. როგორც ამბობენ პრობლემა, რომელსაც ვერ ცვლი, შესაძლებლობად უნდა აქციო, მაგალითად, იმის შესაძლებლობად, რომ უმოკლეს დროში მიიღო საჭირო, პროფესიონალური დახმარება.
დრო, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, მანქანის გაუმართაობის, საგზაო შემთხვევის, თუ სხვა მიზეზების გამო, უკვე დაკარგე, მაგრამ თუ იცი, როგორი ტიპის ევაკუატორი გჭირდება, რომელი უნდა გამოიძახო ავარიისას, რომელია საუკეთესო თხრილში ჩავარდნილი მანქანის ამოსაყვანად, საიდან, როგორ და რა პირობებით უნდა გამოიძახო მომსახურება – შეგიძლია პირველივე ხუთი წუთი, ევაკუატორის მძღოლის გამოსაძახებლად გამოიყენო და დანარჩენი დრო კი, ადგილმდებარეობით დასატკბობად, მეგობრებთან სასაუბროდ, ყავის დასალევად, ფოტოს გადასაღებად და ა.შ.
რა შემთხვევაში უნდა გამოიძახო ევაკუატორი?
თუ ტექნიკური სახის დახმარება გჭირდება, მაგალითად:
- საწვავის მოტანა ადგილზე;
- მანქანისთვის პროფილაქტიკური დახმარების გაწევა, გადაყვანა პროფილაქტიკურ ცენტრში;
- აკუმულატორის მოტანა ადგილზე;
- თუ ნასვამი ხარ და შესაბამისად, ფხიზელი მძღოლი, ანუ, ნასვამი მძღოლის სერვილი გჭირდება;
- საბურავები თუ გაქვს შესაცვლელი;
- თუ ავარიისას მანქანა დაგიზიანდა;
- თუ მანქანა, ან მანქანებია გადასატანი ერთი ადგილიდან მეორეზე, ერთი ქალაქიდან – მეორეში.
- თუ ძალიან მძიმე ტვირთი გაქვს გადასატანი.
რა ტიპის ევაკუატორი გჭირდება?
გააჩნია, რა შემთხვევისთვის გჭირდება გადამზიდი. ტექნიკის სწორად დაქირავება ერთ–ერთი გადამწყვეტი საკითხია. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ:
- სრული და ნაწილობრივი დატვირთვის გადამზიდები
- იმის მიხედვით, მანქანა ბუქსირზე მთლიანად მონტაჟდება, თუ ნაწილობრივ, არსებობს სრული, ან ნაწილობრივი დატვირთვის ევაკუატორები. ნაწილობრივი დატვირთვის შემთხვევაში, მანქანა მხოლოდ ორი ბორბლითაა გამაგრებული გადამზიდზე. ეს მეთოდი, ნაკლებად უსაფრთხოა, ამიტომ ამ ტიპის დატვირთვის ევაკუატორი უმეტესად, მოკლე მანძილზე და განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება.
- სრული დატვირთვის ევაკუატორები მოცურების საწინააღმდეგო პლატფორმითაა აღჭურვილი და სტაციონალური პლატფორმა დატვირთვისას, არ მოძრაობს.
დაიმახსოვრეთ, რაც მეტი პანდუსი აქვს ევაკუატორს, მით უფრო მარტივია მასზე მანქანების ჩატვირთვა ჯალამბარის გამოყენებით.
თუ ავტოდილერი ხარ
თუ ავტოდილერი ხარ, კარგი ვარიანტია ჰიდრავლიკური გადამზიდები, მოცურების საწინააღმდეგო პლატფორმით, მათ რამდენიმე მანქანა ერთად გადააქვთ. თუმცა, ავტოდილერებისთვის მაინც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია სატვირთო მანქანა ჯალამბარით. ასეთი გადამზიდები უმეტესად დამატებით, მგზავრებისთვის განკუთვნილი სავარძლებითაცაა მოწყობილი. მისი მეშვეობით, ერთდროულად ათეულობით მანქანის გადაზიდვაა შესაძლებელი.
ელექტრონული თუ ჰიდრავლიკური მოწყობილობა?
ორივეს თავისი უპირატესობა აქვს, ელექტრო ჯალამბარს მაშინაც კი შეუძლია მუშაობა, თუ ბუქსირებისას ძრავის გაუმართაობის პრობლემაა, ელემენტის ენერგიის ხარჯზე იმუშავებს, მექანიკურ ჯალამბარს კი, ელექტროსთან შედარებით გაცილებით მეტის აწევა შეუძლია. შესაბამისად, დიდი მანქანების ჩამოსატვირთად ჰიდრავლიკური ჯალამბარებით აღჭურვილი ევაკუატორების გამოყენებაა რეკომენდებული. შეგახსენებთ, გადამზიდი სატვირთო მანქანების ამწეობა ორნახევრიდან 7 ტონამდე Მერყეობს.
რომელი ევაკუატორი უნდა გამოვიძახოთ ავარიისას?
სამწუხაროდ, ავარიისგან არავინაა დაზღვეული, არც კარგი მძღოლი, არც კარგ ამინდში და არც კარგ საგზაო პირობებში. მთავარია, მგზავრები არ დაზიანდნენ. ავარიისას, შეუცვლელია ამწეთი აღჭურვილი ევაკუატორი, რადგან შანსი იმისა, რომ ავტომანქანა გაუმართავი აღმოჩნდეს, მაღალია, ამწე მანიპულატორის დახმარებით კი ნებისმირი ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება მარტივდება. სრული კომფორტია ამწე და სატვირთო პლატფორმის გაერთიანებული სისტემა, ამ შემთხვევაში, დაზიანებული ავტომობილის გამოყვანას საგზაოდ შემთხვევის ადგილიდან, ყველაზე მოკლე დროში შეძლებ, ისევე, როგორც მანქანის ამოყვანას თხრილიდან.
მქონია შემთხვევა, როცა ადამიანები ფიქრობენ, რომ მჭიდროდ დასახლებულ, ვიწრო ადგილებში, ამწე და სატვირთო პლატფორმირების სისტემა სწრაფ და სწორ მანევრირებას ვერ მოახდენს, მაგრამ რეალურად, თუ სწორადაა შერწყმული ამწე პლატფორმირების სისტემასთან და თუ უკან დამატებით აქვს სტაბილიზატორები, ამწე სრული დატვირთვით ახერხებს მუშაობს, ევაკუატორი კი მანქანის ნებისმიერი დაბრკოლებიდან დროულად გამოყვანას. როგორც ხედავთ, მხოლოდ იმის ცოდნა, რომ არსებობს და გამოგონილია უკვე გადამზიდი მანქანა, არ კმარა.
უამრავი დეტალია, და სწორად დაგეგმვა, დროსაც დაგაზოგინებს და არც ხასიათს გაგიფუჭებს. ზემოთ იმდენი დეტალი ჩამოვთვალე და იმდენი კიდევ ვერ ჩავატიე, მაგის დამახსოვრებას თუ შეძლებ, ჩათვალე, დამატებით კიდევ ერთი პროფესია გაქვს, თუ არადა, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლია, აუხსნა ევაკუატორის მძღოლს დეტალურად, რა პრობლემის წინაშე დგახარ, როგორი ადგილია, რა სჭირს, ან რა არ სჭირს მანქანას, რამდენად მჭიდროა დასახლება, ან ვიწრო ადგილია და მხოლოდ კონსულტაციის შემდეგ დაადასტურო Გამოძახება.
რამდენ ხანში მოგაკითხავს გამოძახებული ევაკუატორი?
გააჩნია, სად იმყოფები, თუ ქალაქის საცობში აღმოჩნდი გაუმართავი მანქანით და მოგიწია შუა ქუჩაში გაჩერება, იცოდე, რომ ევაკუატორის გამოძახებას სწრაფად, რამდენიმე წუთშიც კი შეძლებთ. რაც შეეხება სერვისს, რომლის მიხედვითაც, ევაკუატორმა ქალაქგარეთ უნდა მოგაკითხოს, გასათვალისწინებელია ყველა დეტალი, მიმართულება, პირველ რიგში, თუ რიკოთია გასავლელი, რამდენად დატვირთული მოძრაობაა, ხომ არ არის გზაზე საცობი დიდთოვლობის გამო, ხომ არ აფერხებს ადგილზე მოსასვლელად მძღოლს უამინდობა და ცუდი ხედვადობა. ევაკუატორს ევაკუატორი რომ დასჭირდეს, ეს არც ევაკუატორის მძღოლს უნდა და არც შენ, რადგან ამ შემთხვევაში, სხვა მანქანას უნდა დაელოდო, შესაბამისად, პირველ ადგილზე უსაფრთხოება და მაღალი პროფესიონალიზმია გათვალისწინებული.
როგორ ავარჩიო ევაკუატორის მძღოლი? Ვისი რეკომენდაციით?
ხარისხის და დროის სწორი მენეჯმენტი – ეს ის ორი კომპონენტია, რომელიც ნებისმიერ კარგ მომსახურებას უნდა ახლდეს, თუ ევაკუატორის გამოძახებამდე, 15 ნაცნობს, 5 მეგობარს და 7 ნათესავს უნდა დაურეკო, საათზე მეტი მხოლოდ მაგისთვის დაგჭირდება. Ევაკუატორზე ჰკითხავ და დააინტერესებს რა მოხდა, ჯერ ეგ უნდა მოუყვე სათითაოდ ყველას, მერე ან
ექნებათ სანდო კონტაქტი, ან – არა, ამასობაში გარეთ წვიმს და ქარია, თოვს და ცივა, ან მზეა და ძალიან ცხელა, გშია და გწყურია, შეხვედრაზე გაგვიანდება.
როგორ მიიღო რეკომენდაცია უმცირეს დროში? – Servisebi.ge-ს საიტზე, ყველა განცხადების ბოლოს, კომენტარებში, რეალური ადამიანები, ტოვებენ საკუთარ გამოცდილებაზე ინფორმაციას, წერენ ან დადებით, ან უარჰყოფით რეკომენდაციებს, კონკრეტულ მძღოლზე და აუცილებლად გადახედე, ისევე, როგორც, მომსახურებით თუ ისარგებლებ, შენც აუცილებლად დაწერე რა მოგეწონა, რა არ მოგეწონათ, რათა სხვამაც გაითვალისწინოს.
როდის შემიძლია გამოვიძახო?
ევაკუატორის მომსახურება ერთ–ერთი ისეთი მომსახურებაა, რომელიც, უმეტესად, სასწრაფოა და გადავადებას არ ექვემდებარება. წლის ნებისმიერ დროს, კვირის ნებისმიერ დღეს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, დილით, შუადღით, საღამოს, ღამით, მძღოლების უმრავლესობა 24 საათით გემსახურება, განცხადებებში ესეც მითითებულია.
სად შემიძლია გამოვიძახო? მხოლოდ თბილისში?
Გამოძახება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, იქნება ეს რიკოთი, სადაც ძალიან ხშირია ხოლმე გამოძახებები, კახეთი, აჭარა, თუ იმერეთი. გადამზიდი ტრანსპორტების მძოლები ქვეყნის ყველა ქალაქიდან ათავსებენ განცხადებებს, ყველა ქალაქში არიან სპეციალისტები, რომლებიც მზად არიან 24 საათი განმავლობაში მოგემსახურონ.
რა ღირს? ფასი?
Განცხადებების სიმრავლიდან გამომდინარე,ფასი ყველაზე მისაღები და კონკურენტუნარიანია. Შეგიძლია შენთვის მისაღები ფასის მიხედვით შეარჩიო მომსახურება.
ყურადღება – ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე, შეგიძლია მოითხოვო გარანტიით მომსახურების მიღება!
შეჯამება:
საუკეთსო ვარიანტია, ევაკუატორი მხოლოდ ახალნაყიდი მანქანის გადასატანად თუ დაგჭირდება. სხვა შემთხვევაში, გისურვებ, არ შეგქმნოდეს გზაზე ისეთი სახის პრობლემა, რომ გადამზიდი დაგჭირდეს.
თავის დასაზღვევად, ყოველთვის შეამოწმე მანქანა შორ გზაზე წასვლამდე, საწვავის ოდენობაც გაითვალისწინე, ცხადია, იმის შეხსენებაც არ უნდა იყოს საჭირო, რომ მხოლოდ ფხიზელი უნდა დაჯდე საჭესთან, მაგრამ არანაკლებ სახიფათოა საჭესთან დაჯდომა მაშინ,
როცა ძალიან ხარ გადაღლილი, გეძინება, მაღალი სიცხე ან მაღალი, ან დაბალი არტერიული წნევა, თუ გაქვს მხედველობის პრობლემა და თან არ გაქვს სათვალე, ან სპეციალური ლინზები. და თუ მაინც დაგჭირდა ევაკუატორის გამოძახება, შეარჩიე იქ, სადაც ყველა ტიპის გადამზიდ მომსახურებას გთავაზობენ, 24/7–ზე, სადაც კონკურენციაა, როგორც ხარისხის, ასევე ფასის მიხედვით და არ დაგავიწყდეს, წაკითხე განცხადებების ქვეშ კომენტარები, ის ვინც უკვე გამოიარა ის დისკომფორტი, რაც მანქანით ქუჩაში დარჩენას მოჰყვება, სწორ, გამოსადეგ რჩევას მოგცემს.