ახალი ამბები

ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ხალხს – ზელენსკი

25 თებერვალი, 2024 • 2302
ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ხალხს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, რუსეთის ყველა მეზობელი ერის თავისუფებისთვის, საჭიროა მის წინააღმდეგ “კოლექტიური და ძლიერი ზეწოლა”.

“აგრესორზე კოლექტიური და ძლიერი ზეწოლა გადამწყვეტია იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი ყველა მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ხალხს”, – ასე უპასუხა ზელენსკიმ ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან უკრაინას გამარჯვება უსურვა.

„ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის თავზე.


რუსეთმა ორი წლის წინ წამოიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. კრემლში ამას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ.

გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

ორწლიანი ომის შემდეგ, მოსკოვმა მოახერხა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და 2022 წლის ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინის რამდენიმე ოლქი თავის ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა არაერთი მიმართულებიდან, – მაგალითად, კიევისა და ხარკოვის, – უკან დახევა მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი