ახალი ამბები

„გამარჯვება თქვენია!“ – ზურაბიშვილი უკრაინელებს

24 თებერვალი, 2024 • 1290
„გამარჯვება თქვენია!“ – ზურაბიშვილი უკრაინელებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართვას აქვეყნებს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ორი წლის თავზე.

„ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხვა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სახეზეა და წარმატება და გამარჯვება თქვენია!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


რუსეთმა ორი წლის წინ წამოიწყო სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. კრემლში ამას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებენ.

გაეროს ცნობით, რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა 10 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

ორწლიანი ომის შემდეგ, მოსკოვმა მოახერხა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია და 2022 წლის ე.წ. „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინის რამდენიმე ოლქი თავის ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა არაერთი მიმართულებიდან, – მაგალითად, კიევისა და ხარკოვის, – უკან დახევა მოუწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი