ახალი ამბები

„ნავალნის სიკვდილში პუტინია დამნაშავე“ — ბაიდენი

16 თებერვალი, 2024 • 1018
„ნავალნის სიკვდილში პუტინია დამნაშავე“ — ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენი ჯო ბაიდენი პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას რუსეთის პრეზიდენტ პუტინს აკისრებს.

„შეცდომა არ უნდა დავუშვათ: ნავალნის სიკვდილში პუტინია დამნაშავე. პუტინი მიზანში იღებს არა მხოლოდ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, როგორც ჩვენ ამას ვხედავთ დღეს უკრაინაში, არამედ საკუთარი მოქალაქეების მიმართაც საშინელ დაშანულებს სჩადის“, — აშშ-ის პრეზიდენტს ციტირებს CNN.

ბაიდენის თქმით, ნავალნი „სიმამაცით ებრძოდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ მანკიერებას, რასაც პუტინის ხელისუფლება სჩადიოდა. საპასუხოდ პუტინმა ის დაატყვევა და მოგონილი ბრალდებით გაასამართლა.“

„ციხეშიც კი ის იყო სიმართლის ძლიერი ხმა. მას შეეძლო დევნილობაში უსაფრთხოდ ეცხოვრა მას შემდეგ, რაც 2020 წელს მკვლელობის მცდელობას ლამის შეეწირა. ამის ნაცვლად რუსეთში დაბრუნდა — იცოდა, რომ ელოდა დაპატიმრება და სიკვდილი, თუ გააგრძელებდა თავის საქმეს. მიუხედავად ამისა, მან ეს გააკეთა. გააკეთა, რადგან  ღრმად სწამდა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი რუსეთის“, — აღნიშნა ბაიდენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ამ ფაქტმა უნდა გამოაცოცხლოს ამერიკა და უკრაინას დაეხმაროს თავი დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მისივე თქმით, ამ დახმარების არმიცემა „არასდროს იქნება დავიწყებული“ და ეს მანამ უნდა მოხდეს,  სანამ დრო ამოიწურება.


ალექსეი ნავალნი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იყო. იგი 2000-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჰქონდა სხვადასხვა ანტიკორუფციული პროექტი. იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი და მონაწილეც.

ნავალნისა და მის გუნდს გამოქვეყნებული აქვთ არაერთი გამოძიება რუსი ჩინოვნიკების კორუფციაზე, მათ შორის, ვლადიმერ პუტინისა და დიმიტრი მედვედევის შესახებ.

2018 წელს ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში სურდა მონაწილეობა, თუმცა რუსეთის ცესკომ კანდიდატად არ დაარეგისტრირა.

2020 წელს მისი მკვლელობა მოწმავლით სცადეს, რის შემდეგაც ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. მასზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების მიუხედავად, ნავალნი რუსეთში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა, ის აეროპორტშივე დააპატიმრეს. მალევე, ნავალნის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ და მასთან დაკავშირებული სტრუქტურები ხელისუფლებამ უკანონოდ გამოაცხადა.

ციხეში ყოფნისას ნავალნი დასჯის მიზნით მუდმივად გადაჰყავთად საჯარიმო იზოლატორში. 2023 წლის ბოლოს კი  დედაქალაქისგან ასეულობით კილომეტრში, რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში არსებულ კოლონიაში გადაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი