ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ევროპაში უნებართვო ვიზიტებში პირადი დანაზოგი, 48 ათასი ლარი, დახარჯა

15 თებერვალი, 2024 • 1056
ზურაბიშვილმა ევროპაში უნებართვო ვიზიტებში პირადი დანაზოგი, 48 ათასი ლარი, დახარჯა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წელს ევროპის ქვეყნებში ვიზიტების ხარჯების დასაფარად პირადი დანაზოგიდან 48 ათასი ლარი გაიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის ქონებრივი დეკლარაციიდან გახდა ცნობილი.

პრეზიდენტმა დეკლარაცია 2024 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა და მასში მისი 2023 წლის ხარჯები, შემოსავალი და სხვა ინფორმაციაა მოცემული.

როგორც წესი, სახელმწიფოს მეთაურის საგარეო ვიზიტების ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს. თუმცა ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში სახელმწიფო ლიდერებთან შესახვედრად მთავრობის ნებართვის გარეშე გაემგზავრა. შესაბამისად, მისი ვიზიტების ხარჯები ბიუჯეტს არ დაუფარავს.

პრეზიდენტი ამბობდა, რომ ეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების ლობირებისთვის გააკეთა. მთავრობამ კი მიიჩნია, რომ ამ ქმედებით კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტის იმპიჩმენტიც კი სცადა, თუმცა, წარუმატებლად.

ევროპაში ყოფნისას პრეზიდენტი არაერთი ქვეყნის ლიდერს შეხვდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი